კონკურსი პროფესორ გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ისტორიის სპეციალობის ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება;
2.CV;
3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის მიერ თსუ-ში წინა სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულს (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით, არანაკლებ 3.5-ისა);
4. ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (შუა საუკუნეების საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სამეცნიერო შესწავლის სფეროდან – გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები);
5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიიღება 2022 წლის 1 მარტიდან 10 მარტის 17:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე – pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)
დამატებითი ინფორმაცია გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში.